ყველაფერი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 2024-04-26, 2:18 AM


საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ვიდეოგაკვეთილები [11]
Cs-სერვერები [9]
ლამაზი სურათები [23]
პოეზია [20]
მანქნების სურათები [56]
ლექსები [23]
სადღეგრძელოები [14]
იარაღები [29]
აგვისტოს ომის სურათები [37]
აგვისტოს ომის ვიდეოები [23]
პროგრამები [256]
თამაშები [469]
კლიპები [392]
ნარუტო [170]
მობილურებისათვის [54]
პრიკოლები [1063]
პარკური [63]
ბრეიკდანცი [38]
ფეხბურთი [64]
სტატისტიკა
TOP.GETOPS.webatu.com
//7fun.ucoz.com/top.jpg

ონლაინშია: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
TOP 10 სიახლე
[2010-02-21][ლამაზი სურათები]
lamazi suratebi (31)
[2010-02-20][სადღეგრძელოები]
patara sadgerdzeloebi (1)
[2010-02-12][პრიკოლი სურათები]
პრიკოლი სურათები (9)
[2010-02-20][მანქნების სურათები]
mersedesi (1)
[2010-02-20][მანქნების სურათები]
mersedesi (0)
[2010-01-07][სხვა თამაშები]
Online დურაკა (2)
[2010-02-22][მანქნების სურათები]
limuzini (0)
[2010-02-20][აგვისტოს ომის ვიდეოები]
ruset saqartvelos omi agvisto 2009 (0)
[2010-02-13][მობილურისათვის]
geo-font mobile (1)
[2010-02-14][პრიკოლი სურათები]
prikol (1)
» საიტზე დარეგისტრირებული
სულ: 86
თვის განმავლობაში: 0
კვირის განმავლობაში: 0
გუშინდელი: 0
დღევანდელი: 0
» მათ შორის
საიტის ადმინი: 2
სერვერის ადმინი:
მოდერები: 0
მომხმარებელი: 1
მნახველი: 82
» მათ შორის
კაცი: 70
ქალი: 16
მთავარი » ფაილები » ლექსები

მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 23
ნაჩვენებია მასალა: 1-10
გვერდები: 1 2 3 »

http://love-sity.ucoz.net/c89b8a45305a.jpg

ყველა სევდიან ადამიანს

ყველა სევდიან ადამიანს რატომღაც ვეტრფი,
ყველა სევდიანს, ასე მგონია აქვს ნაზი გული,
ყველა სევდიანს მსურს მოვეფერო და ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ შევამჩნევ მეც მტკივა გული.

ალბათ რამდენი რამ ხდება სევდის მიზეზი?
ჩვენ ვიცინით, ვიღაცა კი სევდით სავსეა,
მაშ, გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან თვალებს,
რადგანაც სევდა სიყვარულის თანამგზავრია!
ლექსები | Views: 1336 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (2)

http://love-sity.ucoz.net/1bcc54558.jpg

სევდა

თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს,
ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს,
გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს,
ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს,
მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას,
ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას,
დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას,
ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს,
გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის"
ვინ რა იცის როგორ ვცხოვრობ,რად ვიღიმი მუდამ ასე,
არ იციან ჩემი გული ტკივილით თუ არის სავსე,
მე რომ მუდამ თან ვატარებ განწყობას და ლამაზ ღიმილს,
ვერ ხვდებიან რომ ღიმილი მალავს ჩემი გულის ტკივილს!
ვერას ვამბობ,ძველებურად მივუყვები კუთვნილ ბილიკს,
გაიკვირვებთ ალბათ ყველა,თუ დავიწყებ უცებ ტირილს,
სევდით სავსე ვზივარ ასე და შევცქერი ზეცით მთვარეს,
ყველა ჩემი გულის ტკივილს მე ვუყვები ამ ჩუმ ღამეს...
ლექსები | Views: 1404 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (3)

http://love-sity.ucoz.net/May1304.jpg

ცხოვრება

გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა
ჩემს გარშემო,
და იმსიმაღლე –
გინდაც მოვიდეს ჟამი სროლის,
ალბათ ყველაზე მსუბუქ კენჭსაც ვერ გადავაცდენ,
ვერ გადავაგდებ გალავნის მიღმა.

განძრევისაც კი მეშინია – შეიძლება ჩამოიშალონ
ეს ჩემი წლობით ნაგროვები მეტყველი ქვები
და მომსრისონ. ვზივარ უძრავად

და ყველა ქვას სათითაოდ ვათვალიერებ;
ზოგიერთი მიყვარდება,
მაგრამ ვერ ვუმხელ.
ლექსები | Views: 848 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (0)

http://love-sity.ucoz.net/i296062156_80562_5.jpg

სიყვარული

გავიგე თურმე ჯვარს გწერდნენ სხვაზე.
შენ კი ტიროდი გულდათუთქული.
გავიგე რომ თქვი უარი მასზე
და რომ გაგზავნე გულდახურული.

თუ რატომ უთხარ უარი იმ ბიჭს
მიზეზი მაინც გავიგე შენი.
რატომ გაფითრდი და დაიბენი,
როცა ახსენეს სახელი ჩემი?!

რატომ ხკიოდი არ ვთხოვდებიო
ნეტავ მიზეზი რა იყო ამის?!
სთქვი რომ გიყვარვარ, გემუდარები
ბედნიერება მახირსე წამით.
ლექსები | Views: 930 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (0)

http://forum.ge/uploads/post-20-1259870148.jpg

სველი ნაფეხურები

შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
წარსულს.
მოხრილი მხრებით...
დახრილი მზერით...
თვალებში ჩაღვრილი ტკივილით
და დაღეჭილი სიგარეტით...
ჯიბეში კი თითები
ნერვიულად სრესდა
მალბოლოს კოლოფს.
შენ მიდიოდი
და ქვაფენილს
სველ ნაფეხურებად უტოვებდი
ჩვენს შეხვედრას,
როდესაც გაუთავებლად ვლაპარაკობდით
და უთქმელს ვტოვებდით
მთავარს.
არ ვიცი, რატომ მაგრამ
ეს ორივემ კარგად ვიცოდით
და მაინც...
შენ სიგარეტის კვამლს
აყოლებდი ფიქრს,
მე - ყავის სიტკბოს.
და ორივე ვფიქრობდით იმ წუთზე,
როცა ჩვენი ირიბი
და სადღაც ერთ წერტილში
გადაკვეთილი მზერა
გაშიშვლდებოდა და
ჯიბეში ნერვიულად მთრთოლავი თითები
აღარ დასრესდნენ მალბოლოს კოლოფს.
მერე კი....
მერე
ქვაფენილს წყვილად დააჩნდებოდა
ერთადმავალი
ჩვენი სველი ნაფეხურები.
ლექსები | Views: 873 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (0)

http://love-sity.ucoz.net/suratebi/_Truth_by_SnowWolfMystic1.jpg

მგლები
მგლები ბორკილს არ დავიდებთ და
ძაღლივით არ ვიყეფებთ...
მგლები მაინც მგლები ვართ და..
ან მოვკვდებით ან ვიმეფებთ!!!
მგლებთან ბრძოლა სიკვდილია,
ან მოგკლავთ ან შეგაკვდებით,
რომ სიკვდილი საშიშია თუნდ
ბრძოლაში ჩვენ ვერ ვხვდებით
ყველას მუდამ სულ გახსოვდეთ
რომ მგლები ვართ არ ვიყეფებთ
ბორკილში არ შეგებმევით
და ცოცხლები სულ ვიმეფებთ!
ლექსები | Views: 2158 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (0)

http://files.myopera.com/nako/albums/81752/siyvaruli.jpg

სიყვარული
ნუღარ მოხვალ თუ ატყობ რომ არ გჭირდები
არ დაბრუნდე თუ იგრძნობ რომ არ გიყვარვარ,
დამივიწყე, იქნებ შევძლო დაგივიწყო
არ მეძებო თუკი ჩემი აღარა ხარ,
ნუ იფიქრებ თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი გული აღარ ფიქრობს,
არ იტირო თუკი ცრემლი აღარ მოდის,
დამიჯერე მაგ თვალებზე ვლოცულობდი
დაგშორდები, ვერასოდეს ვეღარ გნახავ
მაგ თვალები მაგიჟებენ მხოლოდ შენი,
მე არ დაგსჟი, წავალ... მაგარმ ღმერთი დაგსჟის,
ჩემი წასვლა იყოს შენი განაჩენი,
და უშენოდ მაინც დავრჩი გარიყული.
შენ ხარ ჩემი სიყვარულის დაბადება,
არა, აზრი არ ჰქონია თურმე ლოდინს,
ყველა ასაკს ერთნაირი ფერით ვხატავ,
ბავშვობიდან სიჭაბუკეს შევნატროდი,
სიჭაბუკემ კვლავ ბავშვობა მომანატრა...
ლექსები | Views: 1383 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (1)

http://love-sity.ucoz.net/sxvadasxva/-85-.jpg

სული

სული გაუტრუნავს უხეშ სინამდვილეს,
ღიმილს დაუშვია ფარდა,აღარ შემიძლია
არავის სიახლოვე შენი სიახლოვის გარდა...
ისე მომენატრა შენი დაძახება ლამაზ გალობას
რომ გავდა...უკვე ვეღარ ვიტან ვერავის გაღიმებას
შენი გაღიმების გარდა...სულში ჩაფრენილა ათასი
ტკივილი...კვლავ ვდგევარ გაღებულ კართან,გული
ვერ აიტანს ვერავის დაბრუნებას შენი დაბრუნების გარდა..
ლექსები | Views: 982 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (0)

http://love-sity.ucoz.net/sxvadasxva/i230563336_73924_5.jpg

 მე თუ ავტირდი....

მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის...
ლექსები | Views: 836 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (0)

http://love-sity.ucoz.net/sxvadasxva/by_qitesa.jpg

მერე რაა...
მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?
მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი, სევდაც ცოტა?
მერე რაა, რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა, რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?
მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე?
მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე!
მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას
მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს!
მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე,
მერე რაა,რომ ვერ შევძელი, აქაც ვეღარ ჩაგატიე.
მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,
მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე.

ლექსები | Views: 882 | Downloads: 0 | Added by: SySTeM | Date: 2010-02-20 | Comments (0)

1-10 11-20 21-23

We accept eMoney
მეგობარი
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1779
5
0

ადმინისტრატორი
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
961
20
3

მომხმარებელი
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
55
0
0

მომხმარებელი
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
12
0
0

შემოწმებული
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
2
0
0

საიტიდან რაიმეს მომპარავის დედა მოვტყან
By HaKeRa © 2024